პაკისტანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აფეთქება ავღანეთთან მოსაზღვრე ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პროთალიბანური მოძრაობის მიტინგის დროს მოხდა, რასაც 54 ადამიანი ემსხვერპლა. მიტინგზე გამოსული 1000-ზე მეტი ადამიანი მმართველ კოალიციაში შემავალი ულტრაკონსერვატიულ ისლამისტურ პარტიას უჭერდა მხარს. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში 200-ზე მეტი დაჭრილი არის მოთავსებული, ათეულობით პაციენტი კი სხვა პროვინციებში გადაიყვანეს.