ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ერთხელ საუბრობენ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ხელისუფლების ოპონენტები ჩინეთთან ეკონომიკურ და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას მიესალმებიან, თუმცა მათთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ მთავრობის მეთაური სტრატეგიულ პარტნიორს ისე ირჩევს, რომ მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ოპოზიციის წევრები არც იმას გამორიცხავენ, რომ ჩინეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე შეუქმნას.