უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს უკრაინის პორტების ოკუპირების საშუალება არ აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის გარემოება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, პორტებს ესვრის, როდესაც ამ პორტების ოკუპირება არ შეუძლია, ტერორიზმად, ტერორისტულ აქტად და მოსახლეობის დაშინების მცდელობად უნდა ჩაითვალოს.
"პუტინს პორტების ოკუპირების საშუალება არ აქვს. ეს არ არის სამხედრო მოქმედებები. ეს ომიც არ არის. ჩვენი პორტების დაკავების საშუალება, უბრალოდ, არ აქვს. ჩვენ მთლიანად ჩავძირავთ მის ფლოტს, თუ მოგვიახლოვდება. და ეს მშვენივრად ესმის", - განაცხადა ზელინსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ადეკვატური ადამიანი არ არის, და ამას უკვე მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ხვდება.