რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრას რუსეთი დააკვირდება, რათა თუ რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრის მონაწილეები. მისი თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის ნებისმიერი მცდელობა დადებით შეფასებას იმსახურებს. პესკოვმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მოსკოვის პოზიცია, რომ ამჟამად კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველს ვერ ხედავს.