ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ყველა საგნის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ქულებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადი შეიტანონ. აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღის საღამოს 6 საათამდე, აბიტურიენტებს შეეძლებათ, რომ საგამოცდო ჩამონათვალი შეცვალონ.