ბათუმში აქციის მონაწილეებს თბილისშიც სოლიდარობას გამოუცხადებენ. 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ის აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბებიან, რომლებიც ბათუმში, საკრუიზო ლაინერით, რუსების შემოსვლას ეწინააღმდეგებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პარლამენტის წინ სამშობლოს ღირსების დასაცავად იკრიბებიან.