18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის“ პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულები გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები უცხოეთის წამყვან კლინიკებში მაღალ ტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურების მიღებას შეძლებენ. ურთიერთ თანამშრომლობის დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონო თერაპიის ცენტრისა“ „თელ-ავივ სოუ რასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელებმა.