ბათუმში პროტესტი გრძელდება. საკრუიზო ლაინერი Astoria Grande რუსმა მგზავრებმა უკვე დატოვეს. ისინი პოლიციამ პორტიდან ავტობუსებით გაიყვანა. სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ავტობუსს პროტესტის ნიშნად კვერცხები და ბოთლები ესროლეს. ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა. უწყება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულთა შორის ერთი - უკრაინის მოქალაქეა. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლაინერი პორტს არ დატოვებს.