ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 395 მლნ აშშ დოლარი მიიღო. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები 31%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდს 16%-ით აღემატება. ამასთან, მიმდინარე წლის ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2.5 მლნ საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთი ლიდერობს