წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. ესენია მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.