საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. პროექტში გამოვლენილი გამარჯვებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები და პედაგოგები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.