დასავლეთ აფრიკის ქვეყნებმა ნიგერს სანქციები დაუწესეს, იმ შემთხვევაში , თუ სამხედრო გადატრიალების ლიდერები ერთ კვირაში პრეზიდენტ მუჰამედ ბაზუმს ძალაუფლებას არ აღუდგენენ ძალის გამოყენებით დაემუქრნენ. ECOWAS-ის ბლოკმა, რომელიც 15 ქვეყანას აერთიანებს და ეკონომიკურმა და სავალუტო კავშირმა, რომელშიც აფრიკის რვა ქვეყანაა გაწევრიანებული, განაცხადეს, რომ ნიგერთან საზღვრები დაიხურება, კომერციული ფრენები აიკრძალება, შეჩერდება ფინანსური ტრანზაქციები, გაიყინება ეროვნული აქტივები, დახმარების მიწოდება კი შეწყდება. ნიგერის დედაქალაქ ნიამეში, საფრანგეთის საელჩოსთან სამხედრო გადატრიალების მომხრეები შეიკრიბნენ და ყოფილ კოლონიაზე საფრანგეთის გავლენა გააპროტესტეს. მათ საფრანგეთის დროშები დაწვეს და საელჩოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს. დემონსტრანტების ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ მხარდაჭერასაც გამოხატავდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისის განცხადებით, მათ, ვინც ნიგერში საფრანგეთის მოქალაქეებს ან ობიექტებს დაესხმება თავს ქვეყანა დაუყოვნებლივ უპასუხებს.