18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის“ პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობის ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონო თერაპიის ცენტრისა“ და „თელ-ავივ სოუ რასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს, იმ შესაძლებლობებზეც რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს.