Marvel-მა სერიალ „ლოკის“ გაგრძელების პირველი პოსტერი გამოაქვეყნა.
სერიალი, რომელიც სიცრუის ღმერთის შესახებ მოგვითხრობს, ეკრანებზე 6 ოქტომბერს გამოვა. მეორე სეზონში, ისევე როგორც პირველში, 6 სერია იქნება. მათი უმეტესობა ჯასტინ ბენსონმა და აარონ მურჰედმა გადაიღეს.
მთავარ როლებს შოუში კვლავ ტომ ჰიდლსტონი, ოუენ უილსონი, სოფია დი მარტინო და სხვები ასრულებენ.