ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო დავაზე ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალი, სახელად Depp v. Heard, მალე გამოვა. სერიალში მსახიობების სასამართლო პროცესებიდან რეალურ კადრებს ვიხილავთ და როგორც ტრეილერიდან ჩანს, სოციალური ქსელების მომხმარებლების დამოკიდებულებებსაც. როგორც Depp v. Heard-ის აღწერაშია ნათქვამი, სერიალის მიზანია, გახმაურებულ საქმეზე ნეიტრალური მიმოხილვა წარმოადგინოს.
შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის გახმაურებული სასამართლო პროცესების შესახებ კიდევ ერთი ფილმი Hot Take: The Depp/Heard Trial უკვე გადაიღეს. ფილმში ჯონი დეპის როლს მარკ ჰაპკა ასრულებს, ხოლო მეგან დევისი ამბერ ჰერდს განასახიერებს.
2022 წელს ჯონი დეპმა ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამბერს ყოფილი ქმრის სასარგებლოდ $10.4 მილიონის გადახდა დაეკისრა. ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა.
Depp v. Heard-ის პრემიერა 16 აგვისტოს შედგება