ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში, Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს. ეწვია. მთავრობის მეთაურს კომპანიაში Huawei-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ლიანგ ჰუამ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, რომელშიც წარმოდგენილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიცაა მეხუთე თაობის აპარატურა, ასევე გაეცნო ახალი ტექნოლოგიების რეალურ სამყაროში გამოყენებად აპლიკაციებს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიანგ ჰუამ განიხილეს საქართველოსა და Huawei-ის თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროებში.