ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა ბათუმში, სადაც აქციის მონაწილეები რუსი ოკუპანტებისთვის განკუთვნილ ავტობუსს ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ და ტრანსპორტის გადაადგილებას ასე აფერხებენ. პორტის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიციელებმა აქციის 10-ი მონაწილე ძალის გამოყენებით დააკავეს. პროტესტის მიზეზი, რუსული საკრუიზო ლაინერის- ასტორია გრანდეს, ბათუმის პორტში შემოსვლა გახდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ რობოკოპები და სპეცრაზმიც. ნავსადგომზე მისასვლელი ყველა ქუჩა კი რკინის ჯებირებით გადაიკეტა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს პორტის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც ადგილზე ხმაური და დაძაბულობა რამდენჯერმე მოჰყვა.