იტალიის ქალაქ ტრევიზოში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, მეტოქე ეგვიპტის ნაკრები იყო. ეს თამაში მედიისთვის დახურული იყო და ეგვიპტელთა გამარჯვებით დასრულდა - 76:81ნობილია, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას. წაგებულთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა გუნდს დუდა სანაძემ მოუტანა - 17 ქულა, შემდეგ მოდის სანდრო მამუკელაშვილი - 12 და გიორგი შერმადინი - 8.1-ელ აგვისტოს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას შეხვდება, შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონია-ინდონეზია-ფილიპინებზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები სლოვენიის, კაბო ვერდესა და ვენესუელის ჯგუფში მოხვდა. ყველა ამ მატჩს იაპონიის კუნძული ოკინავა უმასპინძლებს.