თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა.
მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა.