პროკურატურამ 15 წლის შემდეგ სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი დააკავა, 2-ის მიმართ კი ძებნა დაიწყო. საგამოძიებო უწყება მათთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სერჟანტის მკვლელობის საკითხს დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა პარტია ლელო. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ოცნების ხელისუფლებამ 2008 წელს მომხდარი დანაშაულის თანამონაწილეები მაღალ თანამდებობებზე დანიშნა. კუპრაძის თქმით, ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი, რესან კონცელიძე ახლა პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატია, ყოფილი პროკურორი, ვასილ როინიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.