თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარის ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
გლდანში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულს დაეჯახა, რის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მის გარდა სამი ქალი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.