უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პირველი პირის Facebook გვერდზე ვრცელდება.
„ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციაა. დღეს მე აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მებრძოლებს მათი პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეთაურის ანგარიში, ვესაუბრე მეომრებს - ძალიან ძლევამოსილი და შედეგიანია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების აქტუალური ოპერაციების დეტალების მოყოლა შეუძლებელია - ალბათ, ეს დროთა განმავლობაში მოხდება, მაგრამ თქვენ მიერ შესრულებული ამოცანები უკრაინისთვის ნამდვილად გმირულია“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.