აშშ-ის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ დროისათვის ქვეყნის არაერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. ჩიკაგოს, ნიუ-იორკისა და ფილადელფიის საზოგადოებრივ ცენტრებში სპეციალური გაგრილების სისტემები დაამონტაჟეს. მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც 175 მილიონზე მეტ ადამიანს სხვადასხვა სახის პრობლემებს შეუქმნის. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ დღის მანძილზე მზის პირდაპირ სხივებს თავი მაქსიმალურად მოარიდონ.