„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტი გააპროტესტეს. როგორც ისინი ამბობენ, პროექტი ჩავარდა, რისი მიზეზიც კორუფცია, მოპარული თანხები და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესებია. ოპოზიციის განმარტებით, ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოზიდული ფინანსებით, რიკოთის გზის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.