გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელებს ისევ აკრიტიკებს. ყოფილი პრემიერი “ქართულ ოცნებას” ქვეყნის მომავლით ვაჭრობაში ადანაშაულებს. გახარია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და მმართველი პარტიის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს. მისი განმარტებით, 2008 წელს საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის დიდი მსხვერპლი გაიღო, რომელსაც “ქართული ოცნება” რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკით, აუფასურებს.