ბათუმში მორიგი რუსული საკრუიზო ლაინერი 31 ივლისს შემოვა. ასტორია გრანდე ბათუმის პორტში პირველად 27 ივლისს შემოვიდა, რასაც საზოგადოებისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და მათ შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ფაქტს ეხმაურებიან ექსპერტებიც.