ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი - ქართველი ძალოსნების ოთხი მედალი
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი იმართება. საქართველოს სახელით ძალები ორმა ძალოსანმა გიგა ოდიკაძემ და ბაჩუკი შამილიშვილმა სცადეს.
ოდიკაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და 117 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 121 კილოთი პირველ ადგილზე მასპინძელი ფლორენტინ კოსმინ ისოფაჩე გავიდა. 113 კილოგრამით მესამე იყო მუსტაფა ელიში, რომელსაც ორი ცდა გაუცუდდა.
აკვრაში ქართველ ძალოსანს მხოლოდ პირველი ცდა გამოუვიდა შედეგიანი და 133 კილოგრამი მხოლოდ მე-6 ადგილისთვის ეყო. ამ მოძრაობაში შეუდარებელი იყო რუმინელი ისოფაჩე მეორე-მესამე ადგილებზე კი მერუჟან იეგოიანი და მუსტაფა ელიში გავიდნენ.
23-წლამდელთა 55 კილოში ბაჩუკი შამილიშვილმა სამი მოიპოვა თუმცა, კვარცხლბეკის პირველ-მეორე საფეხურებზე ასულთ მცირედით ჩამორჩა. ატაცში მან 99 კილოგრამით დაიკავა მესამე ადგილი. ოქრო-ვერცხლი 100-100 კილოგრამით ფედერიკო ლა ბარერასა (იტალია) და ვალენტინ იანკუს (რუმინეთი) ერგოთ. აკვრაშიც პირველი-მესამე ადგილები მსგავსი თანმიმდევრობით განაწილდა
დღეს, 29 ივლისს საქართველოს სახელით არჩილ მალაყმაძე, კახი ასანიძე გიორგი ხარაზიშვილი და საბა აბაშიძე იასპარეზებენ.