სამხრეთ ევროპის ქვეყნებში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქია განსაკუთრებით ძლიერი იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთშია. საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის თქმით, ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანების დაუდევრობის შედეგია. მინისტრის ცნობით, ბოლო 10 დღეში ქვეყანაში ხანძრის 667 კერა გაჩნდა, რომელთა უმეტესობაც უკვე ლოკალიზებულია.ცეცხლის ჩქარობას ქვეყნის მასშტაბით ასობით მეხანძრე ცდილობს.