რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით დაშავდა 12 ადამიანი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. მომხდარის გამო როსტოვში, ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსეთის ხელისუფლება თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.