ძალიან, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ფარას დოკუმენტებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საელჩო, დოკუმენტებში იყო ნახსენები იმის გამო, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სატელეფონო ზარს უპასუხა.