რუსულ საკრუიზო ლაინერში, რომელიც სოჭიდან გამოემართა, 850 მგზავრი იმყოფებოდა. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში ბათუმში იმყოფებოდნენ. მედიასთან კი ღიად ამბობდნენ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს. ბათუმის პორტთან აქცია გაიმართა. ერთ-ერთმა მგზავრმა გემიდან რუსული დროშაც გამოფინა, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა. როგორია საკითხზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეფასებები