საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ცენტრის დირექტორს შეხვდნენ და დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამგზავრების შესახებ ისაუბრეს. საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე საქართველოს 2 მოქალაქესაც შეხვდნენ. გასულ კვირას ბანაკში მომხდარი არეულობის შემდეგ, ადგილზე მყოფი ქართველები სამედიცინო დახმარების გაწევას და დაწესებულებიდან გათავისუფლებას ითხოვენ.