იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომი და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, მხარეებმა ქვეყნებს შორის ვაჭრობის თემაზეც ისაუბრეს. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გაძლიერდეს ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის. იტალიის პრემიერ-მინიტრი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მანამდე, ის სენატის წარმომადგენლებსაც შეხვდა.