"დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა" და "საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა" - საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საგრანტო პროგრამაზე კონკურსი გამოაცხადა. პროგრამის მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისათვის ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება. საგრანტო განაცხადები 3 სექტემბრის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულებს კი სპეციალური კომისია გამოავლენს.