რუსულ საკრუიზო ლაინერს გუშინ ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გემის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტით მიმართა, რასაც ადგილზე ხმაურიც მოჰყვა. აღნიშნულ საპროტესტო აქციას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და მომიტინგეთა ქმედებებს ქაჯობა უწოდა. ამის საპირისპირო იყო პრეზიდენტის შეფასება - სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ამაყობს იმ ადამიანებით, რომელთაც რუსეთის ახალი პროვოკაცია მშვიდობიანად გააპროტესტეს. როგორ გამოეხმაურნენ ბათუმში რუსული გემის შემოსვლას.