ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - ასე აფასებს პრეზიდენტი, რუსული საკრუიზო გემის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ რუსული საკრუიზო ლაინერის, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს- პროვოკაციაა.