უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება. ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსული ტერორზე ბევრად უფრო ძლიერია. ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.