აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გაიმართა კონფერენცია თემაზე: „1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმება აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის და მისი დაცვის კონტროლის მექანიზმის შესახებ.“ კონფერენციაზე ისაუბრეს ხელშეკრულების სავალალო და კატასტროფულ შედეგებსა და ასევე გამოწვეულ ტრაგედიაზე. ასევე საუბარი იყო რუსეთ- საქართველოს ომის ყველა ასპექტზე.