უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ერთი-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ხელმძღვანელობა ძალების ნაწილს ჯერ კიდევ რეზერვში ტოვებს, კონტრშეტევისთვის გამოყოფილი ძალების „ძირითადი ნაწილი“ უკვე საქმეშია ჩართული.
“სიჯიუტემ, როგორც ჩანს, გარკვეული შედეგები მოიტანა. კონტრშეტევის მსვლელობისას სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსული თავდაცვითი ბარიერების გარკვეული ელემენტები გაირღვა და სარეზერვო შენაერთები მივიდნენ, რათა ამ შესაძლებლობით ისარგებლონ,” - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-თან საუბარში.