უკრაინის სახალხო დეპუტატების მდიდრულ კურორტებზე „მივლინებებთან“ დაკავშირებული სკანდალების სერიის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ სახალხო დეპუტატებსა და ჩინოვნიკებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. მედიის ინფორმაციით, ამიერიდან შესაბამისი ორგანოები ძალიან ფრთხილად შეამოწმებენ სამივლინებო დოკუმენტებს, მოწვევებს და ა.შ, რათა დეპუტატებმა და ჩინოვნიკებმა ქვეყანა საკუთარი სურვილით არ დატოვონ.