გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია „ჯარის ბანაკის“ უკვე მეხუთე ნაკადს მასპინძლობს. მოსწავლეებს დღის მანძილზე ჯერ თეორიული მეცადინეობები უტარდებათ, შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილში ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახმელეთო ნავიგაცია, თვითგადარჩენა, საცეცხლე, სამთო და საინჟინრო მომზადება, ასევე გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაცია - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც „ჯარის ბანაკში“ ერთი კვირის განმავლობაში ისწავლება.