თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ცალკე გამოყოფილ საქმეზე პროცესი დასრულდა. ერთ-ერთი ბრალდებული თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილია.სახელმწიფო ბრალდება მას სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ამავე საქმეზე ბრალდებულია ექსპერტი ვახტანგ ლონდარიძე, რომელსაც გამოძიება დოკუმენტაციაზე ყალბი ხელმოწერის გაკეთებაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით ვახტანგ ლონდარიძე დანაშაულს არ აღიარებს. დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ მოწმეთაგან უდაობაზე. ჩანიშნულია კიდევ 4 სხდომა.