საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ კონპანიებთან საელჩოს თანამშრომლების კავშირს უარყოფს. ქართული ოცნების განმარტებით, საელჩოს პოზიცია გაუგებარია. მათი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. ოპოზიციის წევრთა განმარტებით, არ არის გასაკვირი ამერიკის საელჩოს ეს განცხადება. ისინი ამბობენ რომ ოცნების ბინძურ პროპაგანდას მათ შესაბამისი პასუხი გასცეს და მომავალშიც გასცემენ.