ვახტან გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და მის მოადგილეებთან შეხვედრა გამართა. ყურადღება განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ სამინისტრო პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების, ინფრასტრუქტურის და ავტოპარკის გაუმჯობესებას განაგრძობს.