საბერძნეთში არალეგალთა ბანაკში, სადაც საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება, მძიმე ვითარებაა. მიგრანტების თქმით, ადგილზე არ არის სამედიცინო პუნქტი, პოლიცია კი სათანადოდ არ რეაგირებს. როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩო აცხადებს, ისინი კონტაქტზე არიან არალეგალთა ბანაკში მყოფ ქართველებთან და მათ სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობენ