თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს დღევანდელ სხდომას თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძეც ესწრება. ერთ-ერთი ბრალდებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი. სახელმწიფო ბრალდება მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავება, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამავე საქმეზე ბრალდებულია ექსპერტი, ვახტანგ ლონდარიძე, რომელსაც გამოძიება დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, ვახტანგ ლონდარიძე დანაშაულს არ აღიარებს.