კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური, ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ამბოხის მცდელობის გამო „მოღალატე“ უწოდა, რუსეთ-აფრიკის სამიტზე გამოჩნდა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტარდება.
ფოტოს და ინფორმაციას პრიგოჟინის გარემოცვის წარმომადგენელი დიმიტრი სიტი აქვეყნებს.
"ელჩმა სამიტის პირველი ფოტოები გამიზიარა. ნაცნობ სახეებს ვხედავთ ", – დაწერა მან.