საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გამო, მარცვლეულის გლობალური ფასები, შესაძლოა 15%-ით გაიზარდოს. სავალუტო ფონდის ანალიტიკოსების შეფასებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, უკრაინიდან მსოფლიო ბაზრებისთვის, მარცვლეულის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას უზრუნველყოფდა, რამაც სურსათზე ფასების ზეწოლა შეამცირა. ამასთან, სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური მთლიანი ინფლაცია 2023 წელს 6.8%-მდე დაეცემა, 2024 წელს კი 5.2%-მდე შემცირდება, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ის 2023 წელს 6%-მდე, 2024 წელის კი 4.7%-მდე შემცირდება.