მიმდინარე წლის 6 თვეში კომერციულმა ბანკებმა მთლიანად მილიარდ 258 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომერციული ბანკების წმინდა მოგება გაიზარდა მიმდინარე წლის ივნისშიც და დაახლოებით 253-ი მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 15.2 მლნ ლარით მეტია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან კი 98.6 მლნ ლარით მეტი. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ივნისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 770 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები დაახლოებით 567 მლნ ლარი იყო. ივნისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 482 მლნ ლარი შეადგინა. ამავე სტატისტიკით, 2023 წლის ივნისში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა - 7.5 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 64.7 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 66.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. ცნობისთვის, 2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. გასულ წელს 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.6 მლნ ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.