სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ძლიერი ტაიფუნი „დოქსური“ დაატყდა თავს. სტიქიური უბედურების გამო ტაივანში სკოლები დაიხურა და ავიარეისები გაუქმდა.
მაშველებმა თავშესაფარში 5 700-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.
„დოქსურმა“ ჩრდილოეთ ფილიპინების სანაპირო ზოლსაც გადაუარა. ადიდდა მდინარეები, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ფილიპინებში ტაიფუნმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.